среда, 9 апреля 2014 г.

      ჭაბუა ამირეჯიბი: ,,ჭიამაია და ბოროტი კაცი"


ოფიციალური სახელი:მზეჭაბუკ ამირეჯიბი
სხვა სახელი:დავითი  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2013  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამი კურსი.
პატიმრობის 16 წლის მანძილზე იყო ტყის მჭრელი, ჩრდილოეთ ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი 1945-47წწ., ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი 1947-50წწ.. განთავისუფლების შემდეგ საქართველო - აშშ ერთობლივი საწარმოს "ამსაქფილმის" დამაარსებელი და დირექტორი, ალმანახ "კინო"-ს დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი 1969-72წწ., კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს მეორე გაერთიანების დირექტორი 1972-76წწ., კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი 1983-89წწ., საქართველოს თავდაცვის ფონდის თავჯდომარე 1992 -95წწ., ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ივერია"-ს და გაზეთ "ახალი ივერია"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე 1999წელს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია 1976 -98წწ., მოთხრობების სამი კრებული 1965-68წწ., საბავშვო იგავ-არაკების კრებული 1967წ., რომანები. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და დაჯილდოვებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე. 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.
მწერალი მთაწმინდის პართეონშია დაკრძალული.



ოჯახი
ჭაბუა ამირეჯიბს ყავს ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში“.
უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი მამის მსგავსად მოთხრობებს წერს და იბეჭდება. მომდევნო ქალიშვილი,დედისა და ბაბუის მსგავსად იურისტი გახდ და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.
მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძდა, სადაც გმირულად დაიღუპება. ის აეფარა და გადაარჩინა ჟურნალისტი, რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭება სიკვდილის შემდეგ. მწერლის მეორე ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი მოქანდაკეა და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მესამე ვაჟი - ქუცნა ამირეჯიბი – დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორია და მამამისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი. მწერლის მეოთხე ვაჟი - შალვას ამირეჯიბი – განათლებით ბიოლოგია და აფხაზეთის ომის ვეტერანია. ჰყავს ცხრა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

     ახლა კი ჩემო კარგებო შევაჯამოთ გაკვეთილი და დავისვენოთ

...იყო კაცი... 



გახდა ვირი



დიდი მადლობა ქალბატონ ქეთო ხურციძეს თვალსაჩინოების მოწოდებისთვის





Комментариев нет:

Отправить комментарий