აკაკი წერეთელი – ბიოგრაფია
აკაკის მშობლები, ოჯახი და ბავშვობის წლები
აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა: „სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.
აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.
ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“ პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს.
აკაკი წერეთელი
შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.
აკაკის მამა, როსტომ როსტომის ძე წერეთელი, სხვიტორელი წერეთლების შთამომავალი იყო.
დედა - ეკატერინე აბაშიძე-წერეთლისა ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით. ამის შესახებ აკაკი მოგვითხრობს: „საკვირველი ზნე სჭირდა დედას, თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი, და ხანგრძლივი უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, აკაკი თავისი სიცოცხლის მთელ მანძილზე სპეტაკად და სათუთად ატარებდა დედისადმი ღრმა პატივისცემისა და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობას. მას ყოველთვის სწამდა ჭკვიანი დედის გონებამახვილობისა და განათლების ძალა.
აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).
ძიძასთან სავანეში
ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.
ამ კეკლუც სოფელში ,,სავანე"- ში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, სოფელი სხვიტორი
აკაკი სხვიტორში
ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
უყურეთ ფილმს:
აკაკის აკვანი

აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო სოფელ სავანეში
ამ კეკლუც სოფელში ,,სავანე"- ში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, სოფელი სხვიტორი
აკაკი სხვიტორში
ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
ილია და აკაკის ძეგლი თბილისში
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს,ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
უყურეთ ფილმს,, ბაში-აჩუკი"
ახლა კი ლექსები:
გაზაფხული
გაზაფხული დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
“მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...
ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“
პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.
რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“
ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა.
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...
ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“
პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.
რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“
ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა.
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკითხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათქვხედია,
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია;
ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია,
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა!
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკითხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათქვხედია,
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია;
ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია,
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა!
გაზაფხული
გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.
ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.
miyvarxart tea maswavlebelo ♥♥♥♥
ОтветитьУдалить