გილოცავთ დედაენის დღეს! ქართული ენის საწყისი ზეცაა...
"ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი,
ვითარცა გონება და სიყვარული. მასშია მთელი საქართველო, გაზაფხულზე
გაშლილი ვარდივით მშვენიერია, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი,
უფალია მისი მშობელი და მფარველი.სიტყვა მისი მჭრელია ვითარცა დავით
აღმაშენებლის ხმალი."–
საქათველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II.
ადამიანები ენის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ აზრებს, უხიარებენ
მათ ერთმანეთს და მაყარებენ ურთიერთობას. ქართული ენა მდიდარია
სიტვათა მარაგით. მაგალითად ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში
შეტანილია და განმარტებული 113 000-მდე სიტყვა. ცხადია, ეს რაოდენობა არ
ამოწურავს ქართული ენის ლექსიკურ სიმდიდრეს. ქართულ ენაში სიტყვები
ბევრად უფრო მეტია.
სალიტერატუროა ენა, რომელიც ლიტერატურაში, მწერლობაში არის
გამოყენებული. იგი იცავს ენის სიწმინდეს, მართლმეტყველებისა და
მართლწერის წესებს.
მწერლობის მქონე ენები სალიტერატუროც არის და სასაუბროც,
უმწერლობო ენები კი მხოლოდ სასაუბროა.
ერთი ენისგან წარმოშობილ ენებს მონათესავე ენები ჰქვია. ქართული,
მეგრულ-ჭანური და სვანური ერთი ფუძისგან არიან წარმოშობილი და
უახლოესი მონათესავე ენებია.
სამივე ენა ჩვენია, ქართველებისაა, ამიტომ მათი საერთო სახელია -
ქართველური ენები. ამათგან ქართული ენა სალიტერატურო ენაა.
ქართული ენა ქართველი ერის საერთო ეროვნული ენაა.
ენა ქართული
ქართული მარტო ენაა?!-
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!-
იმოდენაა!
მ.მაჭავარიანი 1978
პირველად დედა-ენა უნდა მეფობდეს ქართულს ოჯახობაი, ყოველი პატარა ქართველი მხოლოდ მის ზეგავლენის ქვეშ უნდა იზრდებოდეს დავითარდებოდეს ამბობდა დიდი იაკობი.
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს გორის რაიონ სოფელ ვარიანში.
1876 წელს გამოსცა საანბანო წიგნი დედაენა, რომელიც 1925 წლამდე ყოველწლიურად გამოდიოდა.
იაკობ გოგებაშვილის ისტორიული ნოთხრობები;
'' ერეკლე მეფე და ინგილო ქალი''
''თავდადებული ქართველნი''
''სხივი წარსულისა''
ფსიქოლოგიური მოთხრობები;
''იავნანამ რა ქნა?
''ხატის მიზეზით''
ქარრთველმა ხალხმა ''დედაენას'' ძეგლი დაუდგა. ეს კი იშვიათი შემთხვევაა მთელ მსოფლიოში.
დედაენა
დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
დედაენა, სიტყვის კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედაენა ქართული,
სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.
ათას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა,
თვალის პირველახელა,
ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის,
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.
ვინ გვასწავლა სიყვარული
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა,
მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
ქვეყნის გასაკვირველად
და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება,
დედაენას, დედასავით მოფერება სჭირდება,
ვინ წაგვკიდა რუსთაველის
სიყვარულის ალმური,
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
სიყვარული მამულის,
დედაენამ, კვლავ რომ ინთებს
მკერდზე ციცინათელებს,
ამ განძს თუ არ მოუარე,
ისე ვერ იქართველებ.
დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
ლილი ნუცუბიძე
ხმა კატამონთან
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ – ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან – ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.
ირაკლი აბაშიძე
According to Stanford Medical, It is really the one and ONLY reason this country's women live 10 years longer and weigh an average of 19 KG less than us.
ОтветитьУдалить(And by the way, it really has NOTHING to do with genetics or some secret diet and really, EVERYTHING related to "how" they are eating.)
BTW, What I said is "HOW", and not "WHAT"...
TAP this link to uncover if this brief questionnaire can help you release your true weight loss potential