...ჩახუტება
ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ
წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ
გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი
ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა.
მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი
წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ
შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ჩემს სამყაროში...
ეს არის ადამიანებზე, სიკეთეზე,
სითბოზე, სიყვარულზე და
ყვავილებზე შეყვარებული
ადამიანის სამყარო...
არ ვარ მხატვარი, მაგრამ ხშირად
ირგვლივ ყველაფერს ვაფერადებ...
მინდა ჩემი სამყარო ნათელი ფერებით, სინათლითა და სიყვარულით ავავსო, რომ
მერე თქვენ გიწილადოთ...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . .
[ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]
ეს სიტყვები რომ წავიკითხე სურვილი გამიჩნდა ჩემი და ჩემი პატარების სურათები ბლოგძე დამედო... მე ხომ ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი...
ჩემს სამყაროში...
ეს არის ადამიანებზე, სიკეთეზე,
სითბოზე, სიყვარულზე და
ყვავილებზე შეყვარებული
ადამიანის სამყარო...
არ ვარ მხატვარი, მაგრამ ხშირად
ირგვლივ ყველაფერს ვაფერადებ...
მინდა ჩემი სამყარო ნათელი ფერებით, სინათლითა და სიყვარულით ავავსო, რომ
მერე თქვენ გიწილადოთ...
ყველა სიკეთიდან, რომელთაც ცხოვრება სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა... ზუსტად არავინ იცის, როდის იბადება მეგობრობა... როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს მას, აქაც, სათნოებათა წყებაში, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც გულებს პირთამდე გვივსებენ... ასე იბადება ენით უთქმელი გრძნობა, წმინდა
სიყვარული, რომელსაც მეგობრობა ჰქვია… მეგობრები ის ადამიანები არიან,
რომელთაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ ცხოვრების გზაზე მეგზურად, რათა ეს გზა უფრო
ადვილად სავალი გახდეს… ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით იქნებიან
და სიცოცხლეს გაგვილამაზებენ… მადლობა… მადლობა უფალო, რომ ასეთი მეგობრები
მაჩუქე… მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედით… მე
თქვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხართ… ♥ ♥ ♥
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა შენი ბლოგი...დაიანას სიტყვები კი აქ რომ წავიკითხე გავიხარე, რადგან ჩემი ცხოვრების მეგზურია...მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…და ვისაც ეს შეუძლია, სწორად მას აქვს მასწავლებლობის უფლება....სიყვარულის გზაზე გევლოს...გილოცავ! ბლოგმა დამაინტერესა!
ОтветитьУдалитьშენი არ იყოს ყოველთვის ვცდილობ უფრო მეტი გავცე ვიდრე მივიღო,ასე მგონია, რომ ადამიანებმა შეიძლება არ თუ ვერ დაინახონ დასანახი... მაგრამ უფალი არ მიგვატოვებს.
ОтветитьУдалитьუფლის წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებს, ჩვენს საქმეს სიკეთის კეთებაში.
ჩემო დედიკო, ახლა როცა მთელი დღით დაღლილს ჩაგეძინა მე და მარიამი შემოვიპარეთ შენს სამყაროში, იმ სამყაროში რომელიც შენი დაუშრობელი ენერგიის შედეგია. ძალიან გვინდა ჩვენც ისეთი ენერგიული და ყოვლისშემძლე ვიყოთ როგორიც შენ ხარ, ძალიან გვიყვარხარრრრრრ!
ОтветитьУдалитьდედიკო შენ ჩვენ გვინდა, რომ მუდამ ასეთი იყო სახლშიც და სკოლაშიც.
უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა,
ОтветитьУдалитьგვერქვას მამულის რკინის კედელი,
სამშობლოსათვის თავის გაწირვა, -
აი, რას ამბობს მასწავლებელი!
ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი,
დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს,
აი, რას ამბობს მასწავლებელი!
არ მოვუტანოთ მოყვასს ზიანი,
არ გავახაროთ მტერი მზებნელი,
ზრდილნი,
ქველნი და თავაზიანნი
ვიყვნეთ -
გვასწავლის მასწავლებელი!
შოთას სახელი არ იბინდება,
სულის და გულის გამხარებელი,
ის ჩვენი მზეა,
ჩვენი დიდება -
აი, რას ამბობს მასწავლებელი!
ქართველის სულში დიდი ილია -
მარადჟამ გულით სატარებელი -
ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია,
აი, რას ამბობს მასწავლებელი!
აკაკის სიტყვა გულს ჩაგვწვდენია,
მტრის გულში ისრის გამტარებელი,
კურთხეულ იყოს ვაჟას გენია -
აი, რას ამბობს მასწავლებელი!
არ გასცვლის შვილი საკუთარ მშობელს,
სინდის-ნამუსის გამტარებელი,
დედაენის და სამშობლოს მგმობელს
ვრისხავდეთ! -
ამბობს მასწავლებელი.
მიტომაც გულში გადაგვენასკვა,
სულ რომ გვასწავლის,
გვირჩევს,
გვახარებს.
ვით მშობელ დედას,
დედაენასაც
მასწავლებელი ისე გვაყვარებს!
მიტომაც გვიყვარს ასე ძალიან,
კვლავაც ბავშვივით გვინდა ვეფეროთ.
თმაში ჭაღარა შემოგვპარვია
და მაინც ვამბობთ:
მასწავლებელო!
უნდა გავშალოთ ფრთა, ვით არწივმა,
გვერქვას მამულის რკინის კედელი,
სამშობლოსათვის თავის გაწირვა! -
აი, რას ამბობს მასწავლებელი!
ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი.
დედა გვიყვარდეს,
მამა გვიყვარდეს, -
ამას გვასწავლის მასწავლებელი!
"ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ"
ОтветитьУдалить