გწამდეს...
არასოდეს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში
მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის.. მშვიდად შეეგებე ყველა განსაცდელს, ლოცვით უსმინე უფლის ხმას და მიჰყევი მის გზას..
გახსოვდეს – “არ არსებობს ”აღდგომა” “გოლგოთის” გარეშე..”

ძნელია
ადამიანობა.. ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც
გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი
და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ
რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე
სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის
სინათლე..
ზოგჯერ,
გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა
ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს
მწვერვალზე დგომა.. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო..
სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი..
მთავარია
გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს
ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული
ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო
“სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის –
მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს..” ყველა ადამიანში
არის ისეთი რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს იგი.. და ეს რაღაც უფლის
ხატებაა, რომელიც სულის თვალით უნდა დაინახო..
“უფალმა ჩვენ ნატვრისთვალი გვაჩუქა და ეს ნატვრისთვალი ჩვენს გულშია დამალული.. და თუკი გავითავისუფლებთ სულს ყოველგვარი მანკიერებისგან, შევიყვარებთ ღმერთს, ერთმანეთს, სიცოცხლეს, მთელ სამყაროს უსაზღვროდ, ამ ნატვრისთვალსაც ვიპოვით..” სულის სიმშვიდეს, ბედნიერებას ვიპოვით.

უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს და ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ვეძებოთ სილამაზე ერთმანეთის გულსა და სულში.. ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული უფლის სავანე იყოს.. ღმერთი სიყვარულია.. და ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია არ უყვარდეს გარშემომყოფი ადამიანები. გვიყვარდეს ერთმანეთი.. გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა, თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერნი.. არასოდეს მოვითხოვოთ სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს.. ვიპოვოთ საკუთარი ბედნიერება ერთმანეთის ბედნიერებაში.
მოგესალმები მეგობარო! მცირე პაუზის შემდეგ, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული, მე კვლავ ვესტუმრე შენს ბლოგს, თან კომენტარის დართვაც ვისწავლე.
ОтветитьУдалитьშენს ნამუშევრებს რომ ვუყურებ, ვხედავ თუ როგორ გიყვარს როგორც ბავშვებთან, ისე საკუთარ თავთან მუშაობა. გისურვებ წარმატებებს!
ბავშვებთან დაკავშირებით ერთი რამ წავიკითხე და მინდა აქ დაგიწერო. ბავშვებს შეუძლიათ სამი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლონ: ვიყოთ ბედნიერები მიზეზის გარეშე,ვიყოთ ყოველთვის დაკავებულნი და ვიცოდეთ როგორ მივიჭოთ ყველაფერი რაც გვსურს.
ჩემო მეგობარო,მუშაობაშენგან ვისწავლე, კლასთან ბოლომდე დახარჯვაც ხომ შენი სტილია. ვისწავლე და ვცდილობ ვისწავლო კიდეც, ღმერთმა მარგუნა შენისთანა ადამიანთან მეგობრობა.ხომ იცი:
ОтветитьУдалить„ბედნიერების ტაძრის მშენებლობაზე მეგობრობას კედლები აჰყავს, გუმბათს კი სიყვარული ქმნის“.
ვეცადოთ ტაძარს გუმბათი დავადგათ.
და კიდევ ერთიც
„ეძიე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვა ბრძენთან საუბრის ტოლფასია და ეძიე ისეთი ადამიანი, რომელთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვას უდრის“. ასე მგონია მე ასეთი ადამიანები ვიპოვე ჩემი მეგობრების სახით.