понедельник, 27 января 2014 г.

  •                                 გილოცავთ ნინოობას




წმიდა ნინო            27 იანვარს წმიდა ნინოს მიცვალების დღე აღინიშნება. იგი დაკრძალულია, მის მიერვე მითითებულ ადგილას, დღევანდელ ბოდბეში, ანუ ბოდინის ჭალაში.

      ყველა ძველ ტრადიციაში და ძველ კულტურაში, ქალი, როგორც ახალი სიცოცხლის საწყისი, სხვაგვარად პატივდებული გახლდათ. მაგრამ მაინც რაღაცით გამოირჩევა ქართველების ქალისადმი პატივისცემა. ბევრი სოციოლოგისა და ეთნოლოგის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზია, ის რაც ერმა და ხალხმა მტკიცედ გაითავისა, – ერთი ის რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ითვლება და მეორე, ის რომ ჩვენი ხელახლა მომაქცეველი არის ქალი – წმიდა ნინო.






      წმიდა ნინო წარმოშობით, კაბადოკიიდან იყო. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრებები და ცნობები, რომ იგი წმ. გიორგის ახლო ნათესავი გახლდათ. ისინი დაახლოებით ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ. წმიდა გიორგი მე-4 საუკუნის დასაწყისში, ძალიან ახალგაზრდა ეწამა და წმიდა ნინოც დაახლოებით ამ პერიოდში დაიბადა, რადგანაც 316-318 წლებისთვის, იგი აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიბარდა. წმიდა ნინოს მამა ძალიან წარჩინებული სამხედრო მოღვაწე იყო, ხოლო დედა – სუსანა, ზაბულონის მეუღლე, იერუსალიმის მაშინდელი პატრიარქის, იუბენალის ღვიძლი და გახლდათ. წმიდა ნინო ასეთ წარჩინებულ გარემოში დაიბადა და აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო. წმიდანი 12 წლის იყო, როდესაც მამამისი ზაბულონი მთლიანად თავს ანებებს ყველანაირ საერო მოღვაწეობას, ისტუმრებს ყოველგვარ სამოქალაქო ვალს და მიდის პალესტინის უდაბნოში, უამრავი სხვა მოღვაწის მსგავსად, რათა უფალს მიუძღვნას, მთელი თავისი ერთგული მოღვაწეობა. დედა სუსანა იერუსალიმის ეკლესიის ერთ-ერთი დიაკონის დამხმარე ხდება და ზრუნავს ქვრივ-ობლებზე, ეხმარება იერუსალიმის ეკლესიის საზოგადოებრივ-სოციალურ მსახურებათა ფუნქციონირებას. წმ.ნინოს ბიძა იუბენალი, აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიაბარებს, რომელიც მას დიდი ყურადღებით ზრდის, 3 წლის განმავლობაში, 12-დან-15 წლამდე. წმ. ნინო მასთან იზრდება. მისგან ისმენს უამრავ მოთხრობას
                                                         

      
                                           

              უამრავი ცნობა ესმოდა წმ. ნინოს მაცხოვრის მოღვაწეობაზე, კეთილმორწმუნე  ქალბატონისაგან. სწორედ სარასგან გაიგო, უკერველი, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართის შესახებ (უკერველი ნიშნავს, რომ ნაკერი არ ჰქონდა საერთოდ). რომელიც რომაელმა ჯარისკაცებმა თავის დროზე ერთმანეთში გაიყვეს. ის ერთ-ერთ რომაელს შეხვდა. ლონგინოს კარსნელმა და ელიოს მცხეთელმა ჩამოიტანეს საქართველოში. მას შემდეგ, რაც სიდონიამ გულში ჩაიკრა ეს კვართი და მასთან ერთად მიიცვალა, დაკრძალეს დღევანდელი სვეტიცხოვლის ადგილას.
        ამ კვართის ისტორია მოისმინა წმ.ნინომ. ბუნებრივია, კვართი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც დედამიწაზე მაცხოვრისგან დარჩა. გარდა ამისა, კიდევ უამრავი სიწმინდეა, რომელსაც მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია იცავდა. სამსჭვალი, შუბი, ნახევრად მითიური თასი, რომელსაც მთელი შუა საუკუნეები ეძებდნენ.
     ერთი, რაც ასევე უდიდესი სიწმინდეა არის ეკლის გვირგვინი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშია დაცული და ერთი მაცხოვრის კვართი, რომელიც არის უდიდესი სიწმინდე, რაც საქრისტიანოს დარჩა მაცხოვრისგან, დედამიწაზე მისი ხორციელი ამაღლების შემდეგ.
     წმ. ნინო წლების განმავლობაში მთელი გულით ლოცულობდა, რომ უფალს ღირსი გაეხადა, ამ კვართის ხილვისა და მართლაც, რაღაც პერიოდის შემდგომ ბიძამ მისცა ლოცვა-კურთხევა და ნება დართო საქართველოში ჩამოსულიყო. წმ. ნინომ საკმაოდ რთული გზა გამოიარა.
      წმ. ნინო ჩამოდის საქართველოში, შემოდის ჯავახეთის გზით, ფარავნის ტბას გამოივლის, შეხვდება მწყემსი და შემდგომ ჩამოდის უკვე ცენტრალურ საქართველოში. ურბნისში შემოდის, სადაც ხვდება ხალხის უზარმაზარ რაოდენობას, რომლებიც მცხეთაში წამოსასვლელად ემზადებიან. წამოსვლის მიზეზები იყო ის, რომ ახლოვდებოდა იმ წლის კერპისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელთაც ერქვათ გაცი, გაემი და არმაზის კერპები. ამ კერპების თაყვანსაცემად მიდიოდნენ მცხეთაში.
წმ. ნინომ იხილა რა ეს საშინელება, არანორმალური კერპთაყვანისმცემლობა, ილოცა ღვთის წინაშე, რათა ღმერთს ისინი გაეთავისუფლებინა. წმ. ნინოს პარაკლისშიც ზუსტად ეს არის აღწერილი: “მოირბინენ ყოველი კიდენი ქართლისანი და ყველგან მოსრნენ კერპთა ნაკვალევი.”
         წმ. ნინომ ილოცა, საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, კერპები დაიფშვნა და ხალხი მიმოიფანტა. წმიდანი მკვიდრდება დღევანდელი სამთავროსა და სვეტიცხოვლის შუაში, ეს იყო სამეფო ბაღი, “სამოთხე”. იქიდან იწყებს წმ. ნინო მოღვაწეობას. საქართველოში უკვე არსებობდა ერთგვარი ქრისტიანული თემიც, რადგან ის პირველი ებრაელები, რომლებმაც მაცხოვრის კვართი ჩამოიტანეს, კეთილ იუწყებთ მაცხოვრის შესახებ, მით უმეტეს, რომ წმ. ნინო თანამომაგრეა, რაც თანამებრძოლობას ნიშნავს. საქართველოში უკვე ჩაგდებული იყო მარცვალი, მოციქულებმა იქადაგეს, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ და სხვებმა. ბუნებრივია, რომ წმ. ნინო არის განმაახლებელი და ხელახლა მქადაგებელი და ამიტომ ეწოდება მას მოციქულთა სწორი. მან მას შემდგომ იქადაგა, რაც მაღალ დონეზე დაუკავშირდა თემს და გაეცნო ქართულ გარემოს. მისი ლოცვით არაერთი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ამავე პერიოდში მოხდა ცნობილი ფაქტი: დედოფალი ნანა დაავადდა – მირიან მეფის მეუღლე და მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვამ გამოხსნა. თუმცა, მეფე მირიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ რაღაც უცხო რელიგიის მიმართ. მას განზრახული ჰქონდა, რომ დევნა გამოეცხადებინა უცნაური რელიგიისთვის, რომელიც ძალას იკრეფდა და დაიფიცა, როცა ნადირობიდან დაბრუნდებოდა ძალიან მწარედ ანანებდა ყველა ამ თემის მხარდაჭერს. ღვთის განგებით მოხდა უდიდესი სასწაული, მირიან მეფე როდესაც სანადიროდ მიდიოდა, მხოლოდ მას დაუბნელდა მზე. თვალები დაებინდა და ეს გახდა მისი მოქცევის მიზეზი. მან ილოცა ყველა ცნობილი კერპისადმი და როცა ვერავინ, ვერაფრით დაეხმარა, მაშინ თქვა: ნინოს ღმერთო, ვინც ხარ, რაც ხარ, თუ ეხლა შენ მე თვალებს ამიხელ, ყველანაირად ვიქნები შენი რელიგიის მხარდამჭერი და ხელისშემწყობიო. მართლაც, მას თვალები აეხილა. 
                                        


  წმ. ნინოს ღვაწლით შენდება სამთავროს მონასტერი, შემდეგ სვეტიცხოველი, რომელიც თავიდან ხის იყო, შემდგომ რამდენჯერმე გადაკეთდა, დღევანდელი სვეტიცხოვლის სახე, შეიძლება მე-20 საუკუნეს დავუკავშიროთ. თუმცა გუმბათი მე-15-16 საუკუნის შემდეგ არის აღდგენილი. ძალიან ორიგინალურად არის არქიტექტურულად მიერთებული, ძველ სხეულს. საერთოდ, კი მე-11 საუკუნეში მოხდა ამ ტაძრის აშენება, მელქისედეკ პირველ კათოლიკოსის დროს. სვეტიცხოველი კი იმიტომ ეწოდა, რომ ამ ადგილას ის ხე იზრდებოდა, რომელიც წმ. სიდონიას საფლავზე ამოვიდა, მას მაკურნებელი თვისებები გააჩნდა. ტაძრის მშენებლობა, როდესაც დაიწყეს ეს ხეც მოჭრეს და ტაძრის ასაშენებელ რიგით სვეტად მოამზადეს. თუმცა მშენებლებმა ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან. წმ. ნინოს ლოცვით ამ სვეტის დაძვრა სასწაულებრივად მოხდა. უამრავმა ადამიანმა იხილა სასწაული. ზეცაში ჯვარი გამოისახა და ეს სვეტი ანგელოზების მიერ ამაღლდა და ძველ ადგილას დააბრუნეს.
სვეტის ამაღლების პერიოდში მხოლოდ წმ. ნინო ხედავს თითქოს მტკვარი და არაგვი ადიდდა და ყველაფერი წალეკა. მიუხედავად ამისა, წმიდანი ლოცვას მაინც არ წყვეტს. ეს იყო კეთილი ჩვენება, რომ ამიერიდან განიბანა ხალხი იმ სარწმუნოებით, რაც თავის დროზე მოციქულებმა მოიტანეს და შემდგომ წმ. ნინომ განაახლა. მდინარეებმა განბანეს ის ბიწიერება, რაც თავის დროზე კერპთაყვანისმცემლობამ დანერგა. ეს ხილვა მხოლოდ წმ. ნინოსთვის იყო და არა – ყველასთვის. ამის შემდგომ ხდება კონსტანტინეპოლიდან სასულიერო პირების მოწვევა, ჩამოდიან მღვდლები და იწყება საერთო ნათლობა.
       თითქმის წელიწადი არ გადის, რომ ერთი-ორი ახალი ტაძრის გახსნის ამბავი არ გავიგო, რომელიც წმ. ნინოს სახელობის არის.
ჩვენი ტაძარი წმ. ნინოს სახელობისაა და ბუნებრია, ყოველ დღესასწაულს საზეიმო განწყობით ვხვდებით. ჩვენი ტაძარი 1895 წელს გაიხსნა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий