“ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის
გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის..” (ვ. ხორნაული)
3 მარტი- დედის დღეა.
“ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა. არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა – უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები – უფრო მისავალი უფალთან, ვიდრე – დედისა. დედის გული უანგარო სიყვარულის ულევი წყაროა..
ყველაზე ძვირფასი ვერასდროს იქნები...ეს კი მხოლოდ იმიტომ,რომ ვერასდროს
ვერავინ შეაფასებს დედის სიყვარულს... შენს კალთაში ქვითინი ხანდახან ისე
მენატრება,როგორც ეს 5 წლისამ ვიცოდი.. .. ხანდახან რომ მეფიქრება ტირილი მინდება,უშენოდ ვერ
წარმომიდგენია ვერც ერთი წამი დეე,შენს გარდა ხომ ვერავი მეტყვის,როცა რაიმე
უაზრობაზე ავქვითინდები - მოგიკვდეს დედაო...
შენი მკლავების სითბოს ხომ
ვერავინ შეცვლის ..
შენს გარდა ხომ ვერავინ
მიმღერებს იავნანას ტკბილად ..
შენს გარდა ხომ ვერავინ წაიკითხავს ჩემთვის
დედის ლოცვას..
თმაზე რომ პატარა ხელს გადამისმევ დამეტყვი - ნუ ნერვიულობ
დე,ყველაფერი კარგად იქნებაო.. შენი სიტყვების გარდა ხომ წარმოუდგენელია
ვინმეს სიტყვები დამხვდეს წინ დეე..
შენ რომ ლითხულობ სევდას ჩემს თვალებში
ეგრე ხომ რავინ იცის კითხვა ..ვგრძნობ და ვთბები ..ერთადერთი ხარ დედამიწის
ზურგზე ,მთელს სამყაროში ერთადერთი ...!
ჩემი ანგელოზი ხარ ..
ჩემი სუნთქვა
და ჰაერი ...
ყველაზე მდიდარი ვარ ..უბედნიერესი ვარ !!იცი რატომ? შენ
მყავხარ ..! მიყვარხარ დედიკო !! ჩემო ყველაზე ტკბილო დედიკო ! შენი სიყვარულით სული მევსება და მეშინია,რომ ვეღარ
გავუძლებ. შენ ჩემი სინათლე ხარ ამ ცხოვრებაში და მინდა მთელი ცხოვრება ამ
სინათლეს მივყვე.თუკი ვინმეს ოდესმე უთქვამს,რომ იდეალური ადამიანები არ
არსებობენო,მინდა მთელი სმყარო შენსკენ მოვაბრუნო და თითით დავანახო ყველას
შენი თავი.....
ვიცი შენ ყველაზე მეტად ჩემი კარგად ყოფნა გაგიხარდება და გპირდები,რომ მე მივაღწევ ყველაფერს იმას,რისთვისაც იბრძვი შენ ამდენი წელია!!!
ვიცი შენ ყველაზე მეტად ჩემი კარგად ყოფნა გაგიხარდება და გპირდები,რომ მე მივაღწევ ყველაფერს იმას,რისთვისაც იბრძვი შენ ამდენი წელია!!!
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია!
შენით თენდება, შენით
ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად
დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.
გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.
უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.
იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად
დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.
გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.
უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.
იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა
დედა შენი ამაგი
ძნელი მოსახდელია
ჩემზე ფიქრებში მრავალჯერ
ღამე გაგთენებია
როცა ავად გავმხდარვარ
თვალზე ცრემლი გდენია
როცა მხიარული ვარ
პირზე ღიმილი გფენია
დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით
სიყვარულს ნუ დაამადლით,თბილი
სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
სანამ დედა ცოცხალია მოეფერეთ დედას,
მანამდე გვაქვს ფრენის ნიჭი
ვეჯიბრებით არწივებს და გედებს,
სანამ დედა ცოცხალია მოეფერეთ დედას.
თუ ბავშვობა გენანებათ,
ნაადრევად შიშობთ არ დაბედერთ,
სანამ დედა ცოცხალია მოეფერეთ დედას,
დედის თვალთა კეთილ ზვარში
სარკესავით ხშირად გაიხედეთ,
სანამ დედა ცოცხალია მოეფერეთ დედას,
თორემ მერე გვიანია
სდიო ცაში,მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია, მოეფერეთ დედას.
ბროწეულის ყვავილივით
ლამაზი ხარ,წმინდა,
იქნებ მზის სხივს ჩამოყევი
ლაჟვარდოვან ციდან!
იქნებ მთვარის ავსება ხარ ,
გათენება დღისა?!
თავანკარა ნაკადული
მორაკრაკე მთისა?!
ქარიშხალის ამოვარდნა?!
შეგადარო ვისა?
ვისურვებდი უხვად გქონდეს,
შენ წყალობა ღვთისა!
ქუჩაში
ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით...
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით...
ის ღრმა ფიქრია
“უგუნური შვილი დედის სევდაა” – ამბობს სოლომონ ბრძენი. რაბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედაარ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომიგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანიგაიზარდოს. ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივსიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენიგრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დროჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს..“
Комментариев нет:
Отправить комментарий