пятница, 28 февраля 2014 г.

ბუნება




















მირზა გელოვანი

ნუ მწერ…

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.
გაზაფხული




გაზაფხულზე ყველაფერი მოდის
მზე, სითბო და სიყვარული მწველი.
ყველა სურვილს ერთიანად ავსებს,
ამიტომაც მოუთმენლად ველით.

საოცარი სილამაზე, სითბო,
მისი მოსვლით ირგვლივ ყველა ხარობს.
გაზაფხულო, სიხარულით გელით,
წელიწადის დროთა დედოფალო.

თანგული ზამბახიძე








გაზფხული

გაზაფხულზე ყველაფერი მოდის
მზე, სითბო და სიყვარული მწველი.
ყველა სურვილს ერთიანად ავსებს,
ამიტომაც მოუთმენლად ველით.

საოცარი სილამაზე, სითბო,
მისი მოსვლით ირგვლივ ყველა ხარობს.
გაზაფხულო, სიხარულით გელით,
წელიწადის დროთა დედოფალო.

თანგული ზამბახიძეგაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას
ტუჩალეწილი ალუბალი
და მიხვდი აბა -
ცაცხვის ყვავილთან
რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი
აბა მიდი და - გიჟი ხარო, აბა უთხარი.
გაზაფხულია,
თუ გიყვავის ხმაში იები
გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები.
გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა
თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი.
გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა,
ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი.





















გაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას
ტუჩალეწილი ალუბალი
და მიხვდი აბა -
ცაცხვის ყვავილთან
რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი
აბა მიდი და - გიჟი ხარო, აბა უთხარი.
გაზაფხულია,
თუ გიყვავის ხმაში იები
გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები.
გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა
თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი.
გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა,
ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი.







ახლა მარტია, ისე ვფიქრობ, თითქოს დავბერდი 
და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ, 
მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით 
და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს.

ახლა მარტია, დამიჯერე ჯერ არ ნახულა, 
ჩემი სარკმელი ასე ლურჯი,ასე ციმციმა,
ნეტა ვიცოდე, ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა,
რომელ ბუდეში,რომელ ტოტზე გამოიძინა?

ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით,
ერთი ნუგეშით,ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით,
შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი,
რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით.




მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები, 
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას, 
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით 
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას... 

მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით, 
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან..


Комментариев нет:

Отправить комментарий