ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. საშუალო სკოლა დაამთავრა
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს 83 წლის ასაკში,
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. გარდაცვალებამდე 3 თვის წინ პოეტმა
ინსულტი გადაიტანა, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად იქცა.
ანა კალანდაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდის
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ქართველ პოეტ-ქალთაგან ანა კალანდაძის პოეზია ყველაზე მეტად აისახება მუსიკალურ ხელოვნებაში, რადგან მან სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩენისთანავე მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება საკუთარი, ორიგინალური ხელწერით. კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა და ჟურნალისტმა თეიმურაზ ნაცვლიშვილმა პირველებმა მიმართეს ანა კალანდაძის პოეზიას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, შექმნეს რა ვოკალური ნაწარმოებები: სიმღერა “საქართველოო ლამაზო“ , რომანსები “არაბი ხარ“ და “თუთა“.
ანა კალანდაძის პოეზიისადმი სათუთი დამოკიდებულებით გამოირჩევა კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი. ამაზე მოწმობს მის მიერ პოეტის ტექსტზე შექმნილი მეოთხე სიმფონია, რომელიც განკუთვნილია სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის. ანა კალანდაძის ლექსებზე დაწერეს სიმღერები აგრეთვე გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა.
შემოვლენ როკვით,
კვალადცა ვარდნი, სურნელთ
ფრქვევითა...
მოვა პეპელა,
ლურჯი ბალახი აღსდგება მკვდრეთით...
დაინამება მინდვრად შროშანი ციურ ცრემლითა,
თოვლივით თეთრი...
და შეძრავს მიწას, პატარა ჩიტი,
ფრინველთ ქებითა,
შემოვლენ როკვით კვალადცა ვარდნი,
სურნელთ ფრქვევითა..
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.
მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!
მოდიოდა ნინო მთებით
ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი,
- ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა...
ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო;
ო, ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა? „ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა...
წუთით იგრძნო მშობლის სევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
--ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“....
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
--ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...